ტენინგის მესამე დღე
4.10.2014
1.გამეორება
2.პროექტის გეგმაზე მუშაობა
* სტანდარტის დადგენა
*მიზნის განსაზღვრა
*მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები
3.რეფლექსია
ტრნინგის მესამე დღე დაიწყო წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით.შემდეგ ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტის დადგენა,ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ პროექტის მიზანი სტანდარტითა და ინდიკატორებით. დავრწმუნდი,რამდენად აუცილებელია სტანდარტის დადგენა,რათა პროექტი გავიდეს ცოდნაზე,უნარ-ჩვევებსა და შეფასებაზე. პროექტის მიზნების შემუშავებაში ასევე დამეხმარება განახლებული ბლუმის ტაქსონომია(ცოდნა,გაგება,გამოყენება,გაანალიზება,შეფასება,სინთეზი).
მიმოვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
ტრენინგის მესამე დღეს შესწავლილი მასალა გამიადვილებს სასწავლო პროექტების დაწერისას ზუსტად განვსაზღვრო მიზანი,რომელიც გავა ესგ-ის სტანდარტზე.
დღე დავასრულეთ რეფლექსიით.
No comments:
Post a Comment